E-mail

აქ განთავსებულია ინფორმაცია ბოლო სამი თვის სიახლეების შესახებ.

ადრინდელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პუნქტში "ღონისძიებები"

16 იანვარი 2012 - პოლონელი მოხალისეების ინიციატივით ორგანიზებული იქნა საქველმოქმედო აქცია სლოგანით *შენმა ძველმა სათამაშომ შეიძლება ვიღაცის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისაკენ* . მათ შეაგროვეს საკმაოდ ბევრი ძველი (და ასევე ახალი) სათამაშო და გადასცეს ბავშვებს.

13 იანვარი 2012 - EVS მოხალისეებმა "ქალთა განვითარების რეგიონულ ორგანიზაციასთან ერთად" (დვაბზუ) ორგანიზება გაუკეთეს *ქართული ახალი წლი“ ძველი წესით* ზეიმს სოფელ დვაბზუში, სადაც წარმოდგენილი იქნა ცეკვები, სიმღერები და ლექსები. ღონისძიების მიზანი იყო არა მხოლოდ დვაბზუს მაცხოვრებელთა შეკრება გართობის მიზნით, არამედ ადგილობრივ მოხუცთა მხარდაჭერაც. თანხა, რომელიც შეგროვდა ღონისძიების დროს (გათამაშებული ლატარეისა და ტკბილეულის გაყიდვის შედეგად)  მოხმარდა გაჭირვებაში მყოფი მოხუცებისათვის  საჩუქრების შეძენას.

 4 დეკემბერი 2011 - EVS მოხალისეებმა "ევროკლუბის" წევრებთან ერთად, ასევე ტყიბულის მოხალისეების მხარდაჭერით მოამზადეს "მოხალისის საერთაშორისო  დღისადმი" მიძღვნილი ზეიმი, სადაც ორგანიზებული იქნა *მოხალისეების აღლუმი* - აქვე მოეწყო მოხალისეობის თემაზე მიძღვნილი გამოფენა და ფეხბურთის ჩემპიონატი, რომლის ძირითადი მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ეჩვენებინა  და განემარტა ადგილობრივი საზოგადოებისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოხალისეობა სოციალური, ეკონომიკური და პირადი თვალსაზრისით ჩვენს თემებში და მოხალისეობას და მოხალისეებს შეეძლო ჩვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა.

22 ნოემბერი 2011 - "ევროკლუბის" წევრებმა EVS მოხალისეების მხარდაჭერით მოამზადეს *ფლეშმობი* - ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ახალგაზრდებს არ გააჩნია ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ თავისუფალი დროის გატარებას სკოლის შემდეგ. *ფლეშმობი* იყო რუხი და მოსაწყენი რეალობის ერთგვარი პროტესტის გამოხატვა.

11 ნოემბერი 2011 - პოლონელი მოხალისეების ინიციატივით ოზურგეთში გაიმართა *პოლონეთის დღე* - პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. პოლონელმა მოხალისეებმა და "ევროკლუბის" წევრებმა მოახდინეს ღონისძიების ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავდა პოლონური კულტურის პოპულარიზაციას და ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  პოლონეთთან დაკავშირებით. აღნიშნულ დღეს მოხალისეები და "ევროკლუბის" წევრები ატარებდნენ წითელი და თეთრი ფერის სამოსს, მომზადდა პოლონური კერძები და შესრულებული იქნა პოლონური სიმღერები. ოზურგეთელ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაესინჯათ პოლონური სამზარეულო და შეესწავლათ მცირე რამ პოლონეთსა და მის კულტურაზე.

6-7 ნოემბერი 2011 - EVS მოხალისეების ინიციატივით "ევროკლუბის" წევრებთან ერთად შეიქმნა ორი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმი ადამიანთა უფლებების თემაზე. ორივე ფილმი გაიგზავნა ფილმების კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოში გაეროს ოფისის მიერ.     VIDEO 1     VIDEO 2

 
Original design by ueberkrass Minor modifications by Levan Ghlonti